რუსი ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის რეზონანსულ საქმეში ახალი სკანდალური ჩანაწერი ჩნდება. ალექსეი ნავალნის მტკიცებით, მან დაფარული ნომრით დაურეკა მისი მოწამვლის სავარაუდო მონაწილეს, „ეფესბეს“ თანამშრომელს და მას უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის სახელით, ოპერაციის დეტალებზე 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა.
მის გასაჯაროებულ ჩანაწერში კუდრიავცევი ოპერაციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა კრემლისთვის ეს ვიდეომასალა ავთენტური არ არის. ნავალნის საქმის გამო, მოსკოვსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.