ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად, თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ნავალნი უსაფუძვლოდ იმყოფება ციხეში და ის და სხვა პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია სიმბოლურია, რადგან დღეს ნავალნის დაბადების დღეა და ამ შინაარსის აქციები თბილისის გარდა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც იმართება.