ახალი სატრანსპორტო სქემა

 საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილობრივი დატვირთვით ამუშავების თარიღი ისევ უცნობია. თუმცა, მანამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მარშრუტზე მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა იგეგმება. საუბარია თბილისი-რუსთავის ხაზზე, სადაც უახლოეს დღეებში კონკრეტული მარშრუტები, რეისების სიხშირე და ავტობუსების რაოდენობა უნდა განისაზღვროს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მითითებულ მარშრუტზე მომავალში სამარშრუტო ტაქსებიც იმოძრავებენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას სრულად განაახლებს.