12-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანას საბაჟო კოდექსი ისევ ექნება.
დოკუმენტი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, მარტივდება საბაჟო პროცედურები. ასევე, ბიზნესისთვის მცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯები.
ახალი კოდექსით გათვალისწინებული ინიციატივები მინისტრმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარადგინა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებამდე, ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრის გამართვა იგეგმება.
ამ ეტაპზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დოკუმენტის მიმართ შენიშვნები არ აქვთ.