ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორს შეხვდა

წყალტუბოს აღდგენის გენგეგმის ფარგლებში, სახელმწიფომ გასაყიდად კურორტზე მდებარე 14 სანატორიუმი გამოიტანა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია. საინვესტიციო მოცულობა კი 500 მლნ ლარს შეადგენს. ადგილზე ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.