საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი

ექსპორტი 2023 წლის იანვარ-ივლისში 16 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 7 თვეში უცხოეთის ბაზრებზე საქართველოდან 3 მილიარდ 575 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. იმპორტი კი იანვარ-ივლისში 19 პროცენტით არის მომატებული, რაც 4 მილიარდ 946 მილიონ დოლარამდეა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 40,9 პროცენტია.