ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 12,5 პროცენტითაა გაზრდილი. 2023 წელს მონაცემმა 21 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. კერძოდ, მთელი წლის განმავლობაში ექსპორტი 9 პროცენტითაა მომატებული და 6 მილიარდ 100 მილიონ დოლარს შეადგენს. ხოლო იმპორტი 14 პროცენტითაა გაზრდილი და 15 მილიარდ 400 მილიონია.