საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.

ექსპორტი და იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში პირველ ადგილზე სპილენძის მადანია. წამყვან ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კი ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ. საქსტატის მიერ გასაჯაროებული ბოლო 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ექსპორტის მაჩვენებელი მომატებულია ევროკავშირის ქვეყნებშიც.