დღემდე კონტროლს მიღმა არსებული მომსახურების სფერო, სექტემბრიდან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
საშიშპირობებიანი ობიექტების შემდეგ შრომითი უსაფრთხოების ნორმები ნებისმიერი პროფილის დაწესებულებაში შემოწმდება. შრომის ინსპექციას უფლება ექნება, რომ რესტორნებში, სავაჭრო ობიექტებზე, ბანკებსა თუ სხვა პროფილის დაწესებულებებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს და გაარკვიოს, რა პირობებში მუშაობენ თანამშრომლები და რამდენად დაცულია დასაქმებულთა შრომითი უფლებები.
დაანონსებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ბიზნეს-სექტორში აზრთა სხვადსახვაობა გამოიწვია.