ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს.
კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველო, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით.
პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა გაიარა სკრინინგი და 50 ათასი მოქალაქე სამკურნალო პროგრამაშია ჩართული.