C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

57 000-მდე სრულად განკურნებული რვა წელში – ასეთია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგები.

ქვეყანაში 2015 წლიდან დაწყებულ პროგრამაში 80 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მიღწეულ შედეგებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევენ ექიმები, რომლებიც მოქალაქეებს სკრინინგის დროულად გავლისკენ და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის უფასო პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. პროგრამის მონაწილეები საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატებს სრულიად უფასოდ იღებენ, რისი შესაძლებლობაც 2025 წლის ბოლომდე იქნება. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება სახელმწიფო პროგრამის დასრულება. მედიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია მიღწეული იქნება.