ახალი კამპანია C ჰეპატიტის წინააღმდეგ

ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველო, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით.

პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა გაიარა სკრინინგი და 50 ათასი მოქალაქე სამკურნალო პროგრამაშია ჩართული.