ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ალადაშვილის კლინიკის მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში მკურნალობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გენო ოსიყმაშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას.