2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება

2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ხორციელდება, ეტაპობრივად კი, მთელ საქართველოს მოიცავს.

ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. დღეისთვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში, თბილისის მასშტაბით, 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.