ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება

2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით იცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ხორცილედება, ეტაპობრივად კი, მთელ საქართველოს მოიცავს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები ელ-რეცეპტების სისტემას გაეცნენ. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. დაიხვეწა ელ-რეცეპტების ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც.

დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.