2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული ნიმუშები სააგენტოს ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიით შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით, 1999 წლიდან აღინიშნება.