საქართველოში „დედამიწის საათი“ აღინიშნა

საქართველოში „დედამიწის საათი“ აღინიშნა. 23 მარტს 20:30 საათიდან გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში, ელექტროენერგია გაითიშა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა უწყებების შენობებზე. თბილისის სატელევიზიო ანძა კი მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა. დედამიწის საათი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს ერთი საათით მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.