ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის იუბილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ოთარ შამუგიამ ქალაქ ბრეშაში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ბოლო ათი წლის განმავლობაში მეღვინეობის დარგში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ მინისტერიალზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს და ეს ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმატებაა.