მწვანე საფარის მოწესრიგება თბილისის დენდროლოგიურ პარკში

დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. დენდროლოგიურ პარკში მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, გაითიბა ბალახის საფარი და მოხდა ბუჩქების ფორმირება.

დედამიწის დღე 1970 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.