ტყის საერთაშორისო დღე

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის – „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.