ზაზა გაბუნია - მივესალმები აქტიურ ნაბიჯებს თემქის ხევის რეაბილიტაციისთვის
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით თემქის ხევია პროექტირების სამუშაოები იწყება.
„ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ქალაქის მარცხენა სანაპიროს ნაწილი და მთლიანად თბილისი მნიშვნელოვან სტატუსს, ხოლო კონკრეტულად ეს ტერიტორია შესანიშნავ ფუნქციას შეიძენს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებისადმი მიცემული ეს დაპირება სრულდება და ამისთვის აქტიური ნაბიჯები იდგმება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თემქის ხევი დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას მოიცავს და ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.