ზაზა გაბუნია - ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება
ზაზა გაბუნია - ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება

ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზაზა გაბუნიანმ განაცხადა, რომელიც პარლამენტის წევრებთან გურამ მაჭარაშვილთან, ნინო წილოსანთან, პაატა მხეიძესთან და მერაბ ქვარაიასსთან ერთად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

გაბუნია განმარტავს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილები მათ შორის ითვალისწინებს კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც კრძალავდა ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობას, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციური ზონირება მათ შორის განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობის პირობებს.

„აღნიშნული პრინციპი ვრცელდება  ამ ტერიტორიებზეც. გარდა ამისა გენერალური გეგმები მოიცავენ გამწვანებული ტერიტორიების რუკებსაც, რაც დამატებითი რეგულაციაა, გამწვანებული ტერიტორიები დავიცვათ არასათანადო მშენებლობისგან.  ამასთანავე, ამ მუხლს შეიძლებოდა ხელი შეეშალა მაგალითად სკვერებში ჯიხურების, გაზეთის დახლების და მსგავსი ტიპის ნაგებობების განთავსებისთვის, ინიციატორებმა ჩავთვალეთ, რომ ამ მუხლის ამოღება იქნებოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, აღნიშნული მუხლის პროექტში არსებობა-არ არსებობა არაფერს ცვლიდა, რადგან კონკრეტულ ზონებში შეზღუდვებს გენგეგმები ისედაც არეგულირებს, ამიტომ კანონპროექტში ეს ჩანაწერი გაუქმდება და მუხლი უცვლელად, მოქმედი რედაქციით შენარჩუნდება კოდექსში.

ზაზა გაბუნიას კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი