შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის კენჭისყრაზე საქართველოს მეტოქეების ვინაობა გაირკვა. D ლიგის A ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.
ყაზახურმა გამოცემა vesti.kz–მა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან, რომელიც 2012-2015 წლებში ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ ”ყაირატს” ავარჯიშებდა.
„საქართველოს ყოველთვის ბევრი შესანიშნავი და ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა. თუმცა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევდა. ჩვენ ამისკენ ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ. ძლიერი ჯგუფიც შეგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ციკლში ერთი მატჩიც ვერ მოვიგეთ, ცუდად არ გვითამაშია – ზოგჯერ მოსაგებად მცირედი გვაკლდებოდა. ცალსახაა, რომ გუნდს პოტენციალი გააჩნია. საქართველოს ნაკრებში ეს ჩემი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ” – ამბობს ვაისი.