კონფერენს ლიგის „ფ“ ჯგუფში პირველობისთვის ქართველი ფეხბურთელების ორი გუნდი იბრძვის. მე-4 ტურში ბრატისლავას „სლოვანი“ გიბრალტარში „ლინკოლნს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.
ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი დააყენა – გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავამ კი მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა მაშინვე შეცვალა.
„სლოვანი“ პირველ ტაიმში ანდრე გრინმა დუბლით (17, 25) დააწინაურა. 45+3-ე წუთზე 38 წლის როი ჩიპოლინამ სხვაობა შეამცირა. გიბრალტარელები უტევდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე მესამე გოლი გაუშვეს. სლოვაკების შეტევა ალეკსანდარ გავრიჩმა დააგვირგვინა. 4 წუთში კი მასპინძელთა კარი მეოთხედ სამუელ მრაზმა აიღო, საგოლე გადაცემა კი გურამ კაშიამ შეასრულა.
საბოლოოდ, „სლოვანმა“ 1:4 მოიგო, 4 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და „ფ“ ჯგუფში 7 ქულით გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს, რომელიც დღეს სალონიკში „ტუმბა-არენაზე“ დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენთან“ მე-4 ტურის მატჩს პაოკ-თან გამართავს.