ვაისმა მხოლოდ კანკავა ათამაშა - „სლოვანმა“ თასზე იოლად მოიგო #1TVSPORT
ვაისმა მხოლოდ კანკავა ათამაშა - „სლოვანმა“ თასზე იოლად მოიგო #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანმა“ სლოვაკეთის თასზე დაბალი ლიგის კოშიცეს „სლავიას“ გასვლაზე შეხვდა და ვლადიმირ ვაისის გუნდმა დიდი ანგარიშით მოგებით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

სლოვაკეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

გურამ კაშია სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია – ის საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო დაასვენა.

სლოვანმა“ მესამე ლიგის გუნდთან შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, მაგრამ პირველი ნახევარი 1:0 მოიგო და მატჩის გამარჯვებულის შესახებ კითხვა მხოლოდ მეორე ტაიმში მოხსნა. გამარჯვებაში დიდი როლი სერბმა თავდამსხმელმა, დეიან დრაჟიჩმა ითამაშა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელია. ამის მიუხედავად, ბრატისლავასსლოვანის“ მეპატრონემ ზაფხულში მთავარი მწვრთნელი მოხსნა და თავისი დიდი ხნის მეგობარი, საქართველოს ნაკრებიდან წასული ვლადიმირ ვაისი დანიშნა.