ვლადიმერ ვაისი - ბათუმის „დინამოს“ უნდა გავუმკლავდეთ #1TVSPORT
ვლადიმერ ვაისი - ბათუმის „დინამოს“ უნდა გავუმკლავდეთ #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანის“ მთავარი მწვრთნელი, ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ვლადიმერ ვაისი ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ წელს ევროპის ერთ-ერთი საკლუბო შეჯიბრის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა სურს.

ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას ის ხვალ, 6 ივლისს ჩემპიონთა ლიგის 1-ლი ტურის საშინაო მატჩში საქართველოს ჩემპიონთან აპირებს.

„ჩვენ ამ მეტოქეს უნდა გავუმკლავდეთ. „სლოვანი“ ვეთამაშებით ძლიერ მეტოქეს, რომელსაც ვიცნობ, მაგრამ ისინიც მიცნობენ, რადგან იქ ხუთი წელი ვმუშაობდი“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მან სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის მეტოქის უპირატესობაზე ისაუბრა.

„ახლა საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს და ბათუმის „დინამო“ ჩვენგან განსხვავებით სათამაშო ტონუსშია. ეს მათი უპირატესობაა. ამას გარდა, ქართველები მოხერხებულები და სწრაფები არიან. მათ იციან, რისი გაკეთება სურთ და დროის მოთხოვნებს მიჰყვებიან, რადგან კარგად ორგანიზებული ლიგა აქვთ“.

ეს ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა იქნება და ბათუმელებიც ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ შეჯიბრზე პირველად გამოვლენ. წყვილთა მატჩის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე „ფერენცვაროშის“ (უნგრეთი) და „ტობოლის“ (ყაზახეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ვაისის თქმით, შეტევაში ადგილისთვის ივან შაპონიჩი და ვენესუელელი ახალწვეული, ერიკ რამირესი იბრძოლებენ. ამ უკანასკნელმა გოლით თავი ბრნოს „ზბროვკასთან“ შეკრების სპარინგში შეძლო (2:2). თუმცა, მწვრთნელი ორი შემტევის დაყენებასაც არ გამორიცხავს.

„მე წარმომიდგენია ისინი გვერდიგვერდ. თუმცა, ერთი და იგივე ტიპის თავდამსხმელები არიან – ორივეს ნახევარმცველებისგან კარგად მომარაგება სჭირდება“.