კანკავა „სლოვანს“ ვერ დაეხმარა - ნაკრების კაპიტანი თბილისში დედის გარდაცვალების გამო იმყოფებოდა #1TVSPORT
კანკავა „სლოვანს“ ვერ დაეხმარა - ნაკრების კაპიტანი თბილისში დედის გარდაცვალების გამო იმყოფებოდა #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისის გუნდს, სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ ჯაბა კანკავა კონფერენს ლიგის „ფ“ ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საბერძნეთის პაოკ-თან (0:0) ვერ დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ოჯახური ტრაგედიის გამო ვერ ითამაშა. შეხვედრის დროს ჯაბა კანკავა თბილისში იმყოფებოდა, რადგან დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ბრატისლაველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა, მოედნის ცენტრში იძულებული იყო ცვლილება განეხორციელებინა.

„სალონიკის პაოკ-თან სამწუხარო მიზეზის გამო მოედნის ცენტრში იძულებითი შეცვლა მოგვიხდა. ჯაბა კანკავამ ვერ ითამაშა, რადგან ძვირფასი ადამიანი, დედა გარდაეცვალა, ხუთშაბათს პანაშვიდი აქვს და საქართველოში უნდა წასულიყო. ეს დიდი დანაკლისი იყი ჩვენთვის ნახევარდაცვისთვის, რადგან გუნდისთვის ის უზარმაზარ შავ სამუშაოს ფანტასტიკურად ასრულებს“, – თქვა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პირველი არხი უსამძიმრებს საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას დედის გარდაცვალებას და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას.