ვლადიმერ ვაისი - ამბობდნენ, რომ ჩვენთან კვარაცხელია ითამაშებდა, მაგრამ პირველ ივლისს მას „ნაპოლიში“ ელიან #1TVSPORT
ვლადიმერ ვაისი - ამბობდნენ, რომ ჩვენთან კვარაცხელია ითამაშებდა, მაგრამ პირველ ივლისს მას „ნაპოლიში“ ელიან #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ვლადიმერ ვაისმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდის (სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ) მეტოქე ბათუმის „დინამო“ იქნება.

„შეიძლება ითქვას, რომ ლატარია მოვიგე, რადგან ფსონი წილისყრისას ბათუმის „დინამოზე“ დავდე, ვფიქრობდი, რომ ბედი მეტოქედ ქართულ გუნდს გვარგუნებდა და ასეც მოხდა. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა, პირველ მატჩს სახლში ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენი შანსები კარგი თამაშით უნდა გამოვიყენოთ. გასვლაზე გასეირნება არ გველის, „დინამოსაც“ იგივე ლამაზი სტადიონი აქვს და 20 000 მაყურებელი გველოდება.

მათ მწვრთნელს და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ბევრი მათგანი საქართველოს ნაკრებშია, უცხოეთიდან კი ორი-სამი ლეგიონერი ჰყავთ. არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ამბობდნენ, რომ ჩვენთან თამაშს პირველ ტურში შეძლებდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, პირველ ივლისს „ნაპოლის“ უნდა შეუერთდეს.

„დინამოს“ ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, რომელიც საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდში 21-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

მოდით ვნახოთ, წამადგენბა თუ არა გამარჯვებაში ის, რომ მათ ახლოს ვიცნობ. მათაც იციან ჩემი მუშაობის სტილი. რა თქმა უნდა, გვსურს წინ გადავდგათ ნაბიჯი და ვნახოთ, რას ვაჩვენებთ მოედანზე. თუმცა, ეს რთული მატჩები იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები ახლა კარგად თამაშობს და ერთა ლიგაში ჯგუფის მოგებასთან ახლოსაა“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმასლოვანის“ პრესსამსახურთან.

ბათუმის „დინამო“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 5-6 ივლისს ბრატისლავაში გამართავს, ხოლო 12-13 ივლისს სლოვაკეთის ჩემპიონს უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი