ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი კომისიის სხდომა 6 ივლისს გაიმართება
ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი კომისიის სხდომა 6 ივლისს გაიმართება.
ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმების შენარჩუნების გზებზე იმსჯელებენ. შეხვედრა ირანის ინიციატივით ჩატარდება.
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანი ვალდებულებებს არ ასრულებს და შეთანხმებას რეგიონში გავლენის ზრდისთვის იყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიოს ქვეყნებს ირანული ნავთობის იმპორტზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ემბარგოს შემთხვევაში მთელი რეგიონი იზარალებს.