ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს

ირანი ვენის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება 4+1 ფორმატში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. საუბარია აპრილში დაწყებულ მოლაპარაკებათა სერიაზე ირანსა და ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის.

აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატები, ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის.