ირანში აცხადებენ, რომ ვენაში მოლაპარაკებებზე ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება
ირანში აცხადებენ, რომ ვენაში მოლაპარაკებებზე ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება

ირანში აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის დირექტორმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა. მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბერს გაიმართება.

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარე წელს განახლდა, ივნისში შეჩერდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხსაც განიხილავენ.