ირანი, ჩინეთი, რუსეთი და ევროპის ქვეყნები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ირანი, ჩინეთი, რუსეთი და ევროპის ქვეყნები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების საკითხს განიხილავენ

ირანი, ჩინეთი, რუსეთი და ევროპის ქვეყნები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმაზე კომისია ვირტუალურ შეხვედრას 2 აპრილს გამართავს.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, ასევე ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ბრიტანეთისა და ირანის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ შეთანხმებაში ვაშინგტონის დაბრუნების პერსპექტივებზე და ასევე შეთანხმების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაზე ყველა მხარის მიერ.

2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანა შეთანხმებიდან ცალმხრივად გაიყვანა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეთანხმებაში დაბრუნდება, თუ ირანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მთლიანად შეასრულებს.