ჯოზეფ ბორელი ირანში ბირთვული შეთანხმების თაობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ჯოზეფ ბორელი ირანში ბირთვული შეთანხმების თაობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი დღეს ირანის ბირთვული შეთანხმების თაობაზე არსებულ ჩიხთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდა.

ამის შესახებ „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე გავრცელებული ცნობებით, მხარეთა შორის განსახილველ თემებს შორის არის ორი საკითხი, რომელთაგან ერთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

„როიტერის“ ცნობით, ჯოზეფ ბორელის მიზანია, რომ ოფიციალურ თეირანს მოუწოდოს აღადგინოს 2015 წელს, მსოფლიო ძალებთან დადებული ბირთვული შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც აშშ-მა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს დატოვა. ირანსა და ექვს დიდ სახელმწიფოს შორის 2015 წელს გაფორმებული დოკუმენტით, ოფიციალურმა თეირანმა ბირთვული პროგრამა შეზღუდა, რათა მასზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციები შეემსუბუქებინა.