„როიტერი“ - ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის გადაბარებამდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლება მოსალოდნელი არ არის
„როიტერი“ - ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის გადაბარებამდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლება მოსალოდნელი არ არის

ირანი მზად არ არის ბირთვული მოლაპარაკებისთვის, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თანამდებობას არ გადაიბარებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ირანმა ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსნებსაც აცნობა, რომლებიც აშშ-ირანის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

მოლაპარაკებების განახლება აგვისტოს შუა რიცხვებამდე მოსალოდნელი არ არის. ებრაჰიმ რაისი უფლებამოსილების შესრულებას 5 აგვისტოდან დაიწყებს.

წლის ბირთვული შეთანხმების, კერძოდ კი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის გასაახლებლად მოლაპარაკების მე-6 რაუნდი 20 ივნისს დასრულდა.

დატოვე კომენტარი