ტოჩინოშინის ოჯახის წევრების მილოცვა ძეგვიდან - „მჯეროდა, ლევანი დიდ წარმატებას მიაღწევდა“
მჯეროდა, ლევანი დიდ წარმატებას მიაღწევდა – ამის შესახებ იმპერატორის თასის გამარჯვებული ლევან გორგაძის – ტოჩინოშინის მეუღლემ ნინო როსტიაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
გორგაძის ოჯახის წევრები, რომლებიც ძეგვში ცხოვრობენ, მისი წარმატებით ამაყობენ.
ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ამასთან, ის მესამე ევროპელია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.