ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეათე შეხვედრა წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან გორგაძე იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე წარუმატებელ გამოსვლას განაგრძობს. ჯურიოს დივიზიონში, ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინმა შიმაზუუმისთან წააგო.

ბრძოლის დაწყებისთანავე იაპონელმა სუმოისტმა უპირატესობა მოიპოვა და ქართველის დამარცხება იორიკირის ილეთით შეძლო.

ტოჩინოშინმა, ჰარუ ბაშოს მსვლელობისას, მეათე დღეს, ოშომასთან დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო, თუმცა ტურნირზე ასპარეზობა მაინც გააგრძელა.

ამჟამად ჯურიოს მეორე ნომრად განთესილ ლევან გორგაძეს სამი გამარჯვება და ათი მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რეიტინგში დაქვეითდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ჰარუ ბაშოზე ჯურიოს მე-14 ნომერი, ტოკუშორიუ იქნება.