ლევან გორგაძეს სუმოდან ოფიციალურად 4 თებერვალს გააცილებენ #1TVSPORT
ლევან გორგაძეს სუმოდან ოფიციალურად 4 თებერვალს გააცილებენ #1TVSPORT

ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) დიდი სუმოდან ოფიციალურად 4 თებერვალს გააცილებენ.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეშია დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ყოფილი სუმოისტები.

ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ბოლოს ის სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდიოდა.

ლევან გორგაძემ 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა, ხოლო იმავე წლის მაისში ოძეკის წოდება მიიღო, რაც მეორეა სუმოს იერარქიაში.