მაისის ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა #1TVSPORT
მაისის ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა #1TVSPORT

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მაისის ბაშოს დაწყების წინ სუმოისტების განახლებული კლასიფიკაცია გამოაქვეყნა. რეიტინგში უკუსვლას აგრძელებს ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

ამჟამად გორგაძე ჯურიოს დივიზიონში (რანგით მეორე) ასპარეზობს და მოახლოებულ ტურნირზე აღმოსავლეთის მეხუთე ნომრის რანგში გამოვა. წინა ბაშოზე იგი იმავე დივიზიონში მეორე ნომერი იყო და ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა – 5:10.

აღსანიშნავია, რომ მარტის ტურნირის მსვლელობისას ტოჩინოშინმა მხრის სერიოზული ტრავმაც მიიღო, რაც საკუთარი სუმოს ჩვენებაში ხელს უშლიდა.

35 წლის ტოჩინოშინმა კარიერა 2006 წელს დაიწყო. მისი მთავარი მიღწევები 2018 წლით თარიღდება – იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო ივლისში ოძეკის (სუმოს იერარქიაში მეორე) წოდება მოიპოვა.