ნაცუ ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინი ოშომასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე წლის მესამე ბაშოზე (ნაცუ) წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ქართველმა სუმოისტმა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდის, ტურნირის მეოთხე დღეს ოშომასთან წააგო.

ბრძოლის დაწყებისთანავე უპირატესობა იაპონელმა სუმოისტმა მოიპოვა, მას ტოჩინოშინმა ვერაფერი დაუპირისპირა და ბრძოლა ოშიდაშის ილეთით დათმო.

წინა ბაშოზე მიღებული მხრის ტრავმა ლევან გორგაძეს სასურველ დონეზე ასპარეზობის საშუალებას არ აძლევს, მას ტკივილის ფონზე უწევს დოჰიოზე გასვლა.

ამჟამად ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში მეხუთე ნომრადაა განთესილი. ოთხი დღის შემდეგ მაისის ბაშოზე მისი ბალანსი უარყოფითია – 0:4.