ტოჩინოშინი მაისის ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. ტოჩინოშინმა, რომელიც ამჟამად სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდის, ტურნირის პირველ დღეს იაპონელ აკუასთან წააგო.

ბრძოლის დაწყებისთანავე ქართველმა უპირატესობის მოპოვება სცადა, თუმცა უკეთესი ჩავლება იაპონელმა მეტოქემ აიღო და ტოჩინოშინი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

წინა ბაშოზე მიღებული მხრის ტრავმა ლევან გორგაძეს სასურველ დონეზე ასპარეზობის საშუალებას არ აძლევს, მას ტკივილის ფონზე უწევს დოჰიოზე გასვლა.

ამჟამად ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში მეხუთე ნომრადაა განთესილი. მისი მთავარი მიზანი მაისის ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა.