ლევან გორგაძემ - ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიპოვა

ისტორიული შედეგი დაფიქსირდა სუმოს ელიტარულ, მაკუჩი დივიზიონში.

ჰაცუს ბაშოზე საუკეთესო შედეგი ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ აჩვენა.

ტოჩინოშინმა, რომელმაც შეჯიბრი მე-3 მაეგაშირას რანგით დაიწყო, ჩემპიონობა ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა.

შაჰიოძანთან მოპოვებული გამარჯვებით ლევანმა მოგება-წაგების ბალანსი 13-1 დააფიქსირა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ამასთანავე, ის მხოლოდ მესამე ევროპელი მებრძოლია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინმა კომენტარი mainichi.jp-სთან გააკეთა:

“ეს არის საუკეთესო დღე ჩემს კარიერაში, ძალიან ბედნიერი ვარ. იმპერატორის თასის მოგებაზე ვერც კი ვიოცნებებდი, როდესაც მძიმე ტრავმის გამო მესამე დივიზიონ – მაკუშიტაში დავქვეითდი. მაშინ ძალიან, ძალიან ხშირად ვფიქრობდი, სუმოსთვის თავის დანებებაზე. მაგრამ როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი, ფსიქოლოგიურად უკვე მზად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში ძალიან დავქვეითდი, ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მწვრთნელმა და მისმა მეუღლემ გამამხნევეს და მეც მსურდა, კიდევ ერთხელ მეცადა ბრძოლაში ჩაბმა”.