თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტი იმყოფებიან
თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტი იმყოფებიან

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილის და შემდეგ გარდაცვლილის თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის ექსპერტთა ჯგუფი და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახს დაათვალიერებენ და ტყვიის ტრაექტორიის განსაზღვრას ხელმეორედ შეეცდებიან.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა გააკეთა.

„საქმის მასალებიდან გამომდინარე კითხვები გაჩნდა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მაჩალიკაშვილების სახლში პროკურატურისა და ექსპერტების მუშაობას ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ესწრებიან.