თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დატოვეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი ექსპერტ-კრიმინალისტებმა და საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა დატოვეს.
სპეციალისტები თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახს თითქმის ორ საათზე მეტხანს ათვალიერებდნენ.
ექსპერტებმა განმეორებით აიღეს სპეცოპერაციისას არსებული ნიმუშები, რომელიც შემდგომში, საგამოძიებო მასალებს დაერთვება.
მაჩალიკაშვლის ოჯახი გამოძიების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.