პანკისის ხეობის მცხოვრებლები გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკიშავლის საქმესთან დაკავშირებით ხეობის უხუცესებმა, მუსლიმური თემის წარმომადგენლება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ერთიანი მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
პანკისელები გენერალური პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ თემურ მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები აინტერესებთ.
ისინი შიშობენ, რომ გამოძიება გაჭინაურდება და კონკრეტულ შედეგამდე არ მივა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, მის შვილს მოუხსნან ბრალდებულის სტატუსი, რომელიც ტერორიზმის ხელშეწყობას ითვალისწინებს და მიენიჭოს დაზარალაბელის სტატუსი.
ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სუს-ის ხელმძღვანელის ვახტან გომელაურისა და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების თანამდებობიდან გადადგომას და შემდგომ მათ პასუხისგებაში მიცემასაც შეეხებოდა.
დღეს ხეობის წარმომადგენლები პანკისელი ხალხის მიმართ გაჩენილ უარყოფით სტერეოტიბის დამკვიდრებაზეც საუბრობდნენ. ჩეჩნური უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლის ხასო ხანგოშვილის შეფასებით, ტეროტიზმთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვინაიდამ 6000-მდე ადამიანით დასახლებულ პანკისში შეუძლებელია ექვსი ადამიანი ტერორიზმში იყოს ბრალდებული.