სოფო კილაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შეხვდნენ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ტყიბულში ჩავიდნენ.
დეპუტატები „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შეხვდნენ. მათი თქმით, აუცილებელია, განხორციელდეს რეფორმები, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.
„წლების მანძილზე ამ სფეროში არ განხორციელებულა საჭირო და აუცილებელი რეფორმები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უკვე გავატარეთ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, თუმცა საჭიროა, რეფორმების მომდევნო ტალღა, რათა ჩვენ არა მხოლოდ ვრეაგირებდეთ მომხდარ ფაქტებზე, არამედ გავატაროთ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, გამოძიების დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ