საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია [ფოტოები]
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია [ფოტოები]

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

 

ლისაბონი, პორტუგალია

პრაღა, ჩეხეთი

 

კანბერა, ავსტრალია

 

ბუდაპეშტი, უნგრეთი

 

დოჰა, ყატარი

სამხრეთ-კორეა, სეული

ბუენოს-აირესი, არგენტინა

 

ნიუ-დელი, ინდოეთი

 

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 

ერევანი, სომხეთი

 

ბელგია, ბრიუსელი

 

ანკარა, თურქეთი

დატოვე კომენტარი