ელზა ჯგერენაია - პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტაში ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ფაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ელზა ჯგერენაია - პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტაში ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ფაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაი ტყიბულში ჩავიდა.

როგორც ჯგერენაიამ განაცხადა, სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შრომის ინსპექტროებისა და ეკონომიკის სამინისტროში არსებული ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებისგან, შახტაში ჩასასვლელად ამ წუთებში ემზადებიან.

„სპეციალურმა ჯგუფმა მოკვლევა ადგილზე დოკუმენტაციის შესწავლით დაიწყო. უფრო ზუსტი სურათი კი მას შემდეგ გვექნება, როცა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ.

პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება“,- განუცხადა პირველ არხს ელზა ჯგერენაიამ.

ის არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციას მიმართონ იმ უბნის დახურვის რეკომენდაციით, სადაც ტრაგედია მოხდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრების ამოცნობა მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი