სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ პროდუქციის გამოსატანად მოვაჭრეების შეშვება დაიწყო
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ პროდუქციის გამოსატანად მოვაჭრეების შეშვება დაიწყო

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ მოვაჭრეებს ცენტრიდან, სარეალიზაციო პროდუქცია გამოაქვთ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

ადგილზე ჯერ მხოლოდ სამი მოვაჭრე შეუშვეს. დანარჩენების შეშვება კი, ეტაპობრივად იგეგმება.

„საშუალებას ვაძლევთ მოვაჭრეებს, რომ მალფუჭებადი პროდუქცია, რომელიც გადარჩენილია, გამოიტანონ მაცივრებიდან და წაიღონ. ასევე, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ კომპანიას  მოლაპარაკება აქვს შემომტან ფირმებთან, რომ საქონელი ჩამოაწერონ, რათა ამ პროდუქციასთან დაკავშირებით დავალიანება არ ჰქონდეთ. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, რომელმაც გაგვაცნო ინფორმაცია, რომ მოვაჭრები, რომლებსაც დავალიანება აქვთ გადასახდელი, გადასახადისგან გათავისუფლდებიან“, – განაცახა სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე იაშვილმა.

მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას დილიდან ითხოვდნენ.

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო – მირიან მელაძე