ალექსანდრე იაშვილი - შემოსავლების სამსახურმა გვაცნობა, რომ დავალიანების მქონე მოვაჭრეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან  
ალექსანდრე იაშვილი - შემოსავლების სამსახურმა გვაცნობა, რომ დავალიანების მქონე მოვაჭრეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან  

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილის ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, დავალიანების მქონე მოვაჭრეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. იაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მათ შემოსავლების სამსახურმა გააცნო.

ამასთან, მისი თქმით, სავაჭრო ცენტრში უკვე დაიწყო მოვაჭრეების შეშვება, მალფუჭებადი პროდუქციის გამოსატანად.

„საშუალებას ვაძლევთ მათ, რომ მაცივრებიდან გამოიტანონ და წაიღონ მალფუჭებადი პროდუქცია, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ასევე, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ კომპანიას მოლაპარაკება აქვთ შემომტან ფირმებთან, რომ საქონელი ჩამოაწერონ, რათა აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით დავალიანება არ ჰქონდეთ.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, რომელმაც ასეთი ინფორმაცია გაგვაცნო, რომ  მოვაჭრეები, რომლებსაც აქვთ დავალიანება გადასახდელი, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან“, – იაშვილმა.

სავაჭრო ცენტრში მოვაჭრეებს ეტაპობრივად შეუშვებენ.