„ქალაქის გულის“ მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ
„ქალაქის გულის“ მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ პირველ არხს განუცხადა, სავაჭრო ცენტრთან იქამდე დარჩებიან, სანამ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.

„გუშინ გვითხრა ადმინისტრაციამ შეხვალთო, თუმცა ეს არ მოხდა. ველოდებით ოფიციალურ დასკვნას, რამდენად უსაფრთხოა შესვლა ტერიტორიაზე. გვინდა ჩვენი მაღაზიების ნახვა. საკმაოდ დიდი ზარალია. მეუბნებიან, რომ დაიწვა ყველაფერი, თუმცა, საკუთარი თვალით ჯერ არაფერი მინახავს“, – განაცხადა ხათუნა ხვედელიძემ.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამ დრომდე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ელოდებიან.

ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო – მირიან მელაძე